ტრენინგი თემაზე „საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“
დაგვიკავშირდით
მისამრთი: ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33
Email: info@equator.ge
დაგვირეკეთ: (+995) 422 224343 (+995) 579 264 343
ტრენინგი თემაზე „საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“
ჩვენი კოლეჯის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებულ სამდღიან ტრენინგში თემაზე „საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“.
ტრენინგი გამიზნული იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
მონაწილეებმა იმუშავეს საგრანტო წინადადების სტრუქტურასა და ძირითადი კომპონენტების სწორად ჩამოყალიბებაზე – როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით.
სასწავლო მოდული შეესაბამებოდა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ აღიარებულ lifelong learning სტანდარტებს.
ტრენინგი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ – ფარგლებში.