დაგვიკავშირდით

ვიზიტი პრაქტიკის ობიექტზე – გემზე სტუდენტების გასამგზავრებლად.

ვიზიტი პრაქტიკის ობიექტზე – გემზე სტუდენტების გასამგზავრებლად.

თარიღი
გაზიარება

⚓კოლეჯის წარმომადგენლები ვეწვიეთ პრაქტიკის ობიექტს-გემს, სადაც ჩვენი სტუდენტები უახლოეს პერიოდში გაივლიან პროფესიულ პრაქტიკას.

🔍 ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შეფასდა როგორც გემის ინფრასტრუქტურა, ისე მისი ადამიანური და მატერიალური რესურსები. მნიშვნელოვანია, რომ ობიექტი სრულ შესაბამისობაში იყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებთან და იმ მისაღწევი სწავლის შედეგებთან, რომლებიც განსაზღვრულია სასწავლო პროცესში.

🤝 გავმართეთ შეხვედრა გემის პერსონალთან, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართული სტუდენტების სწავლებისა და მენტორობის პროცესში. მათი მზადყოფნა და კვალიფიკაცია უმნიშვნელოვანესია სტუდენტებისთვის ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

🎯 კოლეჯისთვის პრიორიტეტულია, რომ პრაქტიკის ადგილი იძლეოდეს რეალურ სამუშაო გარემოში სწავლის შესაძლებლობას.

#პროფესიულიგანათლება #სტუდენტები #საზღვაოპრაქტიკა #გემზე #პრაქტიკული #სწავლება #კოლეჯი