დაგვიკავშირდით

დავიწყეთ პროფორიენტაციის კვირეული!

თარიღი
გაზიარება

ჩვენი გუნდი იწყებს გასვლით აქტივობებს, რომლებიც მიმართულია სკოლის მოწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ და მათთვის სწორი პროფესიული არჩევანის ხელშეწყობისკენ.

📍 პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში ვესტუმრებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და შევხვდებით უფროსკლასელებს, რათა:

🔹 გავაცნოთ მათ სსსც “ეკვატორის” პროფესიული განათლების შესაძლებლობები;

🔹 ვისაუბროთ იმ პროგრამებზე, რომლებიც რეალურ დასაქმებას და საერთაშორისო კარიერის დაწყებას უწყობს ხელს;

🔹 გავუზიაროთ წარმატებული კურსდამთავრებულების მაგალითები

🔹 და რაც მთავარია – გადავცეთ ბრენდირებული სასაჩუქრე პაკეტები! 🎁

💬 რატომ არის პროფორიენტაცია მნიშვნელოვანი?

პროფორიენტაცია ეხმარება მოსწავლეებს:

✔️ გაცნობიერებულად აირჩიონ მომავალი პროფესია;

✔️ იპოვონ თავიანთი ძლიერი მხარეები და ინტერესები;

✔️ შეძლონ სწორი საგნობრივი არჩევანი;

✔️ გაიაზრონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და ტენდენციები;

🌊 ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ინფორმაცია, პრაქტიკული რჩევები და პირდაპირი კონტაქტი პროფესიონალებთან დაეხმარება ახალგაზრდებს თვითგამორკვევასა და მყარ საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

📸 თვალს ადევნეთ ჩვენს გვერდს – გაგიზიარებთ შეხვედრების ფოტოებს, მოსწავლეების ემოციებსა და სხვა საინტერესო დეტალებს!