ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებელზე
შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე
ფუნქციები:
- უნდა დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები/ ვალდებულებები.
- უძღვება საგაკვეთილო პროცესს;
- ჩართულია შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციის პროცესში;
- ჩართულია ვერიფიკაციის პროცესში;
- ჩართულია პროფესიულ მასწავლებელთა ურთიერთდასწრების პროცესში;
- შეიმუშავებს კალენდარულ გეგმებს;
- აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და/ან პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.
- შენიშვნა: ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის შესაძლებელია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV/რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა: info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 558 27 91 00
საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარი;
გისურვებთ წარმატებას!