ვაკანსია HR და სტუდენტთა კარიერული განვითარების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
    
                       
                            ფუნქციები:
	- განსაზღვრავს ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდებს;
 
	- აწარმოებს შინაგანაწესის შესრულების მონიტორინგს;
 
	- შეიმუშავებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
 
	- პერსონალთან აფორმებს ხელშეკრულებებს და აკონტროლებს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულებას;
 
	- კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს, განსაზღვრავს კონკურსის პირობებისა და შეფასების მეთოდებს;
 
	- ამზადებს საკადრო შინაარსის ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტებს;
 
	- უზრუნველყოფს კოლეჯის თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ჟურნალის წარმოებას და მასზე კონტროლს;
 
	- პასუხისმგებელია თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებასა და ორგანიზაციულ სრულყოფაზე;
 
	- ახორციელებს თანამშრომელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას, მის სრულყოფასა და სისტემატიზაციას;
 
	- კოლეჯში მეტი მოტივირებული ახალგაზრდის მოზიდვის მიზნით ამზადებს სხვადასხვა ფორმის საპრეზენტაციო მასალებს;
 
	- მოიპოვებს შესაბამის უფლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებთან აწყობს პერიოდულ პრეზენტაციებს კოლეჯის მოდულური პროფესიული პროგრამების სწავლების სპეციფიკის და დასაქმების პერსპექტივების თაობაზე;
 
	- დახმარებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში;
 
	- ქმნის ბაზას დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ;
 
	- მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და მართავს მოლაპარაკებებს სტუდენტთა დასაქმების მიზნით;
 
	- ასრულებს კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.
 
        საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
	- მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
 
	- ქართულ ენაზე  გამართულად  წერისა და მეტყველების უნარი;
 
	- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
 
	- გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი;
 
	- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 
დამატებითი ინფორმაცია
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
	- CV/რეზიუმე;
 
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა:  info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები:  579 26 43 43
საკონტაქტო პირი: საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი  - მირანდა თედორაძე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 12 ივნისი;