დავიწყეთ პროფორიენტაციის კვირეული!
დაგვიკავშირდით
მისამრთი: ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33
Email: info@equator.ge
დაგვირეკეთ: (+995) 422 224343 (+995) 579 264 343
დავიწყეთ პროფორიენტაციის კვირეული!
ჩვენი გუნდი იწყებს გასვლით აქტივობებს, რომლებიც მიმართულია სკოლის მოწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ და მათთვის სწორი პროფესიული არჩევანის ხელშეწყობისკენ.
პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში ვესტუმრებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს და შევხვდებით უფროსკლასელებს, რათა:
გავაცნოთ მათ სსსც “ეკვატორის” პროფესიული განათლების შესაძლებლობები;
ვისაუბროთ იმ პროგრამებზე, რომლებიც რეალურ დასაქმებას და საერთაშორისო კარიერის დაწყებას უწყობს ხელს;
გავუზიაროთ წარმატებული კურსდამთავრებულების მაგალითები
და რაც მთავარია – გადავცეთ ბრენდირებული სასაჩუქრე პაკეტები!
რატომ არის პროფორიენტაცია მნიშვნელოვანი?
პროფორიენტაცია ეხმარება მოსწავლეებს:
გაცნობიერებულად აირჩიონ მომავალი პროფესია;
იპოვონ თავიანთი ძლიერი მხარეები და ინტერესები;
შეძლონ სწორი საგნობრივი არჩევანი;
გაიაზრონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და ტენდენციები;
ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ინფორმაცია, პრაქტიკული რჩევები და პირდაპირი კონტაქტი პროფესიონალებთან დაეხმარება ახალგაზრდებს თვითგამორკვევასა და მყარ საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.
თვალს ადევნეთ ჩვენს გვერდს – გაგიზიარებთ შეხვედრების ფოტოებს, მოსწავლეების ემოციებსა და სხვა საინტერესო დეტალებს!