ვაკანსია HR და სტუდენტთა კარიერული განვითარების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქციები:
- განსაზღვრავს ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდებს;
- აწარმოებს შინაგანაწესის შესრულების მონიტორინგს;
- შეიმუშავებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
- პერსონალთან აფორმებს ხელშეკრულებებს და აკონტროლებს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულებას;
- კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს, განსაზღვრავს კონკურსის პირობებისა და შეფასების მეთოდებს;
- ამზადებს საკადრო შინაარსის ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტებს;
- უზრუნველყოფს კოლეჯის თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ჟურნალის წარმოებას და მასზე კონტროლს;
- პასუხისმგებელია თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოებასა და ორგანიზაციულ სრულყოფაზე;
- ახორციელებს თანამშრომელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას, მის სრულყოფასა და სისტემატიზაციას;
- კოლეჯში მეტი მოტივირებული ახალგაზრდის მოზიდვის მიზნით ამზადებს სხვადასხვა ფორმის საპრეზენტაციო მასალებს;
- მოიპოვებს შესაბამის უფლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებთან აწყობს პერიოდულ პრეზენტაციებს კოლეჯის მოდულური პროფესიული პროგრამების სწავლების სპეციფიკის და დასაქმების პერსპექტივების თაობაზე;
- დახმარებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში;
- ქმნის ბაზას დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ;
- მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და მართავს მოლაპარაკებებს სტუდენტთა დასაქმების მიზნით;
- ასრულებს კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV/რეზიუმე;
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა: info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 597 93 32 53
საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - მირანდა თედორაძე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 15 იანვარი;