ვაკანსია HR და სტუდენტთა კარიერული განვითარების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
დაგვიკავშირდით
მისამრთი: ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33
Email: info@equator.ge
დაგვირეკეთ: (+995) 422 224343 (+995) 579 264 343
ვაკანსია HR და სტუდენტთა კარიერული განვითარების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
კარიერული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერი კოორდინაციას უწევს კოლეჯში სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს.
კარიერული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერი:
ა) განსაზღვრავს ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდებს;
ბ) აწარმოებს შინაგანაწესის შესრულების მონიტორინგს;
გ) შეიმუშავებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს, სამუშაო აღწერილობებს;
დ) პერსონალთან აფორმებს ხელშეკრულებებს და აკონტროლებს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პერსონალის კონკურსის წესით შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებს, განსაზღვრავს კონკურსის პირობებისა და შეფასების მეთოდებს;
ვ) მონაწილეობს საკადრო შინაარსის ბრძანებების, ხელშეკრულებების, სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების პროექტების შემუშავებაში;
ზ) პასუხისმგებელია თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებასა და ორგანიზაციულ სრულყოფაზე;
თ) პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით ჩართულია საჭიროებების კვლევის პროცესში;
ი) ახორციელებს თანამშრომელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას, მის სრულყოფასა და სისტემატიზაციას;
კ) პასუხისმგებელია ახლადდანიშნული თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის განხორციელებაზე.
ლ) კოლეჯში მეტი მოტივირებული ახალგაზრდის მოზიდვის მიზნით ამზადებს სხვადასხვა ფორმის საპრეზენტაციო მასალებს;
მ) მოიპოვებს შესაბამის უფლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებთან აწყობს პერიოდულ პრეზენტაციებს კოლეჯის მოდულური პროფესიული პროგრამების სწავლების სპეციფიკის და დასაქმების პერსპექტივების თაობაზე;
ნ) დახმარებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში;
ო) ქმნის ბაზას დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ;
პ) მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და მართავს მოლაპარაკებებს სტუდენტთა დასაქმების მიზნით;
ჟ) აორგანიზებს პროფესიული სტუდენტებისათვის კულტურული, სპორტული, გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს;
რ) ორგანიზებას უწევს ახალი პროფესიული სტუდენტის სასწავლო გარემოსთან ადაპტირების პროცესს;
ს) ასრულებს კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
დ) დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
ვ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.
დამატებითი ინფორმაცია
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა: info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 597 93 32 53
საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 15 მარტი;