ვაკანსია ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე
    
                       
                            შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე
              ფუნქციები:
	- მონაწილეობას ღებულობს სასწავლო პროცესის ხარისხის სისტემურ სრულყოფაზე, ზრუნავს და კონტროლს უწევს პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ხარისხის სისტემატურ შეფასებასა და მის განვითარება–განახლებას;
 
	- სწავლების ხარისხის შემოწმების მიზნით ესწრება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეოებებს;
 
	- ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, მათი მუშაობის სისტემატური შეფასებითა და უწყვეტი განვითარების გზით;
 
	- მონაწილეობას ღებულობს მოდულების კალენდარული გეგმების თემატიკისა და აქტივობების სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის დადგენაში;
 
	- ახორციელებს შეხვედრებს კოლეჯის მასწავლებლებთან პროფესიულ სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე;
 
	- უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების  შეფასების მიზნით  კოლეჯის პროფესიული მასწავლებლების, პროფესიული სტუდენტების მიერ კითხვარების შევსების პროცედურას;
 
	- მონაწილეობას იღებს სწავლის შედეგების შეფასების ვერიფიკაციის პროცესში;
 
	- ახორციელებს პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირთა აკადემიური მოსწრების შესახებ    მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
 
	- კონსულტაციას უწევს პროფესიულ მასწავლებლებს კალენდარული გეგმების შემუშავების კუთხით;
 
	- მუდმივად თანამშრომლობს პროფესიულ მასწავლებლებთან, რათა განუმარტოს მათ პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემის არსი, შეჯამების პრინციპები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე, აცნობს მასწავლებლებს შეფასების სისტემას.
 
   
              საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
გ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; 
დ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ე) ქართულ ენაზე  გამართულად  წერისა და მეტყველების უნარი;
ვ)  საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
ზ) გუნდური მუშაობის უნარი;
თ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
ი) კომუნიკაციის უნარი;
კ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
 
დამატებითი ინფორმაცია
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
	- CV/რეზიუმე;
 
	- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია
 
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა:  info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები:  597 93 32 53
საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი  - მირანდა თედორაძე
 
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერი;