ვაკანსია მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორის პოზიციაზე
    
                       
                            შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორის პოზიციაზე
ფუნქციები:
	- უნდა დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები/ ვალდებულებები.
 
	- უძღვება სალექციო კურსს;
 
	- ჩართულია მოდელ კურსის შემუშავების პროცესში;
 
	- ჩართულია პრაქტიკულ დავალებათა ჩეკ-ლისტის შემუშავების პროცესში;
 
	- ჩართულია ინსტრუქტორთა ურთიერთდასწრების პროცესში;
 
	- შეიმუშავებს კალენდარულ გეგმებს;
 
	- აწარმოებს ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და ლაბორატორიულ-ტრენაჟორული მოწყობილობების გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარების ჟურნალს.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
	- აკადემიური უმაღლესი განათლება;
 
	- შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
 
	- სამწლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი;
 
	- გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე;
 
	- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
 
	- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
 
	- სასურველია ინგლისური ენის ცოდან A2 დონეზე.
 
	- კონკრეტული კურსის ინსტრუქტორისა და შემფასებლის მიმართ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ‘’საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 19 ნოემბრის  05 ბრძანების, მე-2 დანართის  შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნები ასევე აისახება თითოეული კურსის სილაბუსში.
 
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
	- CV/რეზიუმე;
 
	- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა:  info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 558 27 91 00
საკონტაქტო პირები: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე;
საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელი: მირანდა თედორაძე;
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 16 თებერვალი;
გისურვებთ წარმატებას!