ვაკანსია პროფესიული განათლების მასწავლებელზე
    
                       
                            შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ‘’ეკვატორი’’ აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე
ფუნქციები:
	- უნდა დაიცვას კოლეჯის შინაგანაწესი, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები/ ვალდებულებები.
 
	- უძღვება საგაკვეთილო პროცესს;
 
	- ჩართულია შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციის პროცესში;
 
	- ჩართულია ვერიფიკაციის პროცესში;
 
	- ჩართულია პროფესიულ მასწავლებელთა ურთიერთდასწრების პროცესში;
 
	- შეიმუშავებს კალენდარულ გეგმებს;
 
	- აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
	- აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
 
	- შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და/ან პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
 
	- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
 
	- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე);
 
	- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე.
 
	- შენიშვნა: ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის შესაძლებელია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.
 
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიტატმა გადმოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე (info@equator.ge) შემდეგი დოკუმენტაცია:
	- CV/რეზიუმე;
 
	- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. ბათუმი, შავშეთის 33;
ელ.ფოსტა:  info@equator.ge
საკონტაქტო ტელეფონები: 558 27 91 00
საკონტაქტო პირი: კარიერული განვითარების და HR მენეჯერი - თამარ ვანაძე
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარი;
გისურვებთ წარმატებას!