• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

დაგეგმვის მეთოდოლოგია

შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის „ეკვატორი“ სტრატეგიული დაგეგმარების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია  

 მუხლი 1. სტრატეგიული დაგეგმარება

     1. საქმიანობისა და ბიზნესაქტივობის მართვის მიზნით კოლეჯის პერსონალი შეიმუშავებს სტრატეგიულ გრძელვადიან (7 წლიან) გეგმას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად იქმნება ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები შესაბამისობაშია დაწესებულების მისიასთან, ხედვასა და ღირებულებებთან; სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენისას გათვალისწინებულია ქვეყნისა და რეგიონის პრიორიტეტები და დაინტერესებული მხარეების მოლოდინი.

მუხლი 2. სტრატეგიული გეგმის შემუშავება

    1. სტრატეგიული გეგმას ამტკიცებს დირექტორი.

    2. სტრატეგიული გეგმის ახალ პროექტზე მუშაობა იწყება გეგმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 6 წლის შემდეგ.

     3. სტრატეგიული გეგმის გადახედვა და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ამ გეგმის მოქმედების პერიოდში.

     4. სტრატეგიული გეგმის პროექტის/ცვლილების ინიცირებას, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობასა და პროცესების მართვას უზრუნველყოფს ხარისხის მართვის მენეჯერი.

     5. სტრატეგიული გეგმა მოიცავს მიზნებს, ამოცანებს, შესრულების ვადებს, შესრულების ინდიკატორებს, პასუხისმგებელ პირებს და შესაძლო რისკებს.

     6. სტრატეგიული გეგმის ახალ პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

     ა) კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალი;

     ბ) პროფესიული მასწავლებლები, ინსტრუქტორები;

     გ) პროფესიული სტუდენტები, მსმენელები;

     დ) დამსაქმებლები;

     ე) კურსდამთავრებულები;

     ვ) სხვა დაინტერესებული პირები საჭიროების შემთხვევაში.

      7. სტრატეგიული გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის შერჩევის მიზნით კოლეჯის ვებგვერდზე ან ფეისბუქგვერდზე განთავსდება შესაბამისი ინფორმაცია პროცესის დაწყებამდე 10 დღით ადრე.

      8. სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავება/განხილვა ჯგუფის სრული შემადგენლობით მიმდინარეობს ორი კვირის მანძილზე მინიმუმ ორ შეხვედრად.

      9. შეხვედრებზე ჯგუფის წევრები განიხილავენ სტრატეგიული გეგმის მიზნებს. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აზუსტებენ და აკონკრეტებენ სამუშაოს ვადებსა და ამოცანებს.

      10. სტრატეგიული გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები აისახება შესაბამის ოქმში.

      11. სტრატეგიული გეგმის პროექტის შეთანხმებული ვერსიას ჯგუფის ხელმძღვანელი წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად.

 მუხლი 3. სამოქმედო გეგმის შემუშავება

       1. სამოქმედო გეგმას ამტკიცებს დირექტორი.

       2. სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა იწყება გეგმის დამტკიცებიდან მინიმუმ 11 თვის შემდეგ.

       3. სამოქმედო გეგმის გადახედვა და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ამ გეგმის მოქმედების პერიოდში.

       4. სამოქმედო გეგმის პროექტის ინიცირებას, ჯგუფის ხელმძღვანელობასა და პროცესების მართვას უზრუნველყოფს ხარისხის მართვის მენეჯერი.

       5. სამოქმედო გეგმა მოიცავს მიზნებს, ამოცანებს, აქტივობებს, შესრულების ვადებს, ბიუჯეტს, შესრულების ინდიკატორებს, პასუხისმგებელ პირებს, შემსრულებელ პირებს.

      6. სამოქმედო გეგმის ახალ პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

      ა) კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალი;

     ბ) პროფესიული მასწავლებლები, ინსტრუქტორები;

     გ) პროფესიული სტუდენტები, მსმენელები;

     დ) დამსაქმებლები;

     ე) კურსდამთავრებულები;

     ვ) სხვა დაინტერესებული პირები საჭიროების შემთხვევაში.

      7. სამოქმედო გეგმის შემუშავება/განხილვა ხდება ჯგუფის სრული შემადგენლობის მიერ.

      8. შეხვედრაზე ჯგუფის წევრები გეგმავენ სამოქმედო გეგმის აქტივობებს. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აზუსტებენ და აკონკრეტებენ ბიუჯეტს, სამუშაოს შესრულების ვადებსა და სხვა მიმდინარე საკითხებს.

      9. სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა აისახება შესაბამის ოქმში.

      11. სამოქმედო გეგმის შეთანხმებული ვერსიას ჯგუფის ხელმძღვანელი წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად. 

მუხლი 4. სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცვლილების შეტანა

     1. სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცვლილების პროექტს ამზადებს ხარისხის მართვის მენეჯერი.

      2. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი არის ხარისხის მართვის მენეჯერი.

      3. სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცვლილება შეიძლება შევიდეს ნებისმიერ პუნქტში. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს: საკანონმდებლო ცვლილებები, კოლეჯის ფინანსური რესურსის ცვლილება, აქტივობის დამატება, აქტივობის შესრულების ვადის დარღვა და სხვა.

       4. ცვლილების საფუძველია კოლეჯის პერსონალის ანგარიში.

       5. ცვლილების პროექტის მომზადებისას სამუშაო ჯგუფი იკრიბება შემდეგ შემთხვევაში:

       ა) იცვლება გეგმის ბიუჯეტი 30 %-ზე მეტით;

       ბ) იცვლება 30%-ზე მეტ აქტივობათა ვადები;

       გ) ემატება ან იცვლება 30%-ზე მეტი აქტივობა.

       6. სხვა შემთხვევაში ხარისხის მართვის მენეჯერი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ცვლილებები.

       7. ცვლილების პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში შედის დირექტორის მოადგილე, ხარისხის მართვის მენეჯერი და სხვა პირები საჭიროებისამებრ.

       8. ცვლილების პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები აისახება შესაბამის ოქმში.

       9. ცვლილების პროექტის ხარისხის მართვის მენეჯერი წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად.

მუხლი 5. სამოქმედო გეგმის შესრულებული სამუშაოს ანგარიში

      1. სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები საანგარიშო წლის ბოლოს აისახება შესრულებული სამუშაოს ანგარიშში.

       2. სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს დირექტორს წარუდგენს ხარისხის მართვის მენეჯერი.

       3. შესრულებული სამუშაოს ანგარიში ეფუძნება სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და სხვა მტკიცებულებებს.

       4. შესრულებული სამუშაოს ანგარიშში ასახული რეკომენდაციები აისახება მოდევნო სამოქმედო გეგმაში.

        5. ბოლო ორი  წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები ქვეყნდება კოლეჯის ვებგვერდზე.

 მუხლი 6. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მექნიზმები

      1. სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანებისა და აქტივობების შესრულებაში მონაწილეობს კოლეჯის ყველა თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. გეგმების შესრულების კონტროლსა და პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს ხარისხის მართვის მენეჯერი.

      2. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირია ხარისხის მართვის მენეჯერი.

      3. ხარისხის მართვის მენეჯერი მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს დირექტორს.

      4. სტრატეგიული გეგმის მონიტორინგი ხორციელდება 3 წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

      5. სამოქმედო გეგმის მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

      6. სამოქმედო გეგმით გაწერილი კონკრეტული აქტივობების შესრულების ან არშესრულების შესახებ ანგარიშს წარმოადგენს პერსონალი.

      7. ამ ანგარიშების საფუძველზე ხარისხის მართვის მენეჯერი აკეთებს ანალიზს.

      8. ანალიზში გაიწერება ინფორმაცია: სტრატეგიული/სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და აქტივობების შესრულების/არშესრულების შესახებ, დასახული ვადების დარღვევის შესახებ, შეუსრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი.

      9. ანალიზში მოცემულია ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, დასახული ამოცანების ვერ/არ შესრულების მიზეზები, რეკომენდაციები.

      10. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია შემდეგი რეაგირება: ა) ცვლილება სტრატეგიულ/სამოქმედო გეგმაში; ბ) დამატებითი რესურსების გამოყოფა; გ) ვადების კორექტირება; და სხვ.

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge