• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის „ეკვატორი“ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

     1. წინამდებარე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (შემდგომში - ,,წესი“) შემუშავებულია ,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, განათლების სფეროს ექსპერტთა რეკომენდაციებისა და აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი მომქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

    2. ამ წესის მიზანია განსაზღვროს შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრის ,,ეკვატორი“ (შემდგომში - „კოლეჯი“) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

მუხლი 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

     1. კოლეჯის მიერ განხორციელებად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას (შემდგომში - ,,პროფესიული საგანმანათლებო პროგრამა“) ჰყავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი - შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

      2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების მფლობელი პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში და აქვს შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი  და/ან პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.

     3. პროგრამის ხელმძღვანელი:

    ა) მონაწილეობს პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ადაპტირებაში;

    ბ) ზრუნავს პროგრამის შინაარსზე და მის ადეკვატურ განხოციელებაზე;

    გ) ზრუნავს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსების განვითარებაზე;

    დ)ჩართული დამსაქმებლებისა და პრაქტიკის ობიექტების მოძიების პროცესში;

    ე) ჩართულია ვერიფიკაციის პროცესში;

    ვ) მონაწილეობს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიაში;

   ზ) ჩართულია ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესში;

   თ) ჩართულია ფორმალური განათლების აღიარების პროცესში;

 

   ი) კოორდინაციას უწევს პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული კომპონენტის (საწარმოო პრაქტიკა) განხორციელების პროცესს.

მუხლი 3. პროფესიული განათლების მასწავლებელი

      1. სასწავლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის კოლეჯს ჰყავს სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შერჩეული შესაბამისი ოდენობის პროფესიული განათლების მასწავლებელი.

      2. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების მფლობელი პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში და აქვს შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი  და/ან პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.

       3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები.

       4. პროფესიული განათლების მასწავლებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

       5. პროფესიული განათლების მასწავლებლის სამსახურში მიღება შეიძლება განხორციელდეს, ასევე, კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს კოლეჯის დირექტორი.

მუხლი 4. პროფესიული განათლების მასწავლებელის უფლებები და მოვალეობები

      1. პროფესიული განათლების მასწავლებლმა აუცილებელია სათანადოდ დაიცვას:

      ა) კოლეჯი შინაგანაწესი;

      ბ) მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები;     
      გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

      2. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:

      ა) საკუთარი ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, კოლეჯის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააგრძელოს მუშაობა კოლეჯის მიერ განსაზღვრულ დრომდე ან დაწყებული სასწავლო პროგრამის დასრულებამდე;

      ბ) მეცადინეობების პერიოდში გააკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს პროფესიული სტუდენტის ქმედებებს და ნებისმიერი უწესრიგობის შემთხვევაში ოპერატიულად აცნობოს კოლეჯის ადმინისტრაციას;

      გ) მიიღოს ყველა გონივრული და სამართლებრივი ზომა, რათა სასწავლო პროცესზე/მეცადინეობაზე ადმინსიტრაციის ნებართვის გარეშე არ დაუშვას სხვა არაუფლებამოსილი პირი;

       დ) მეცადინეობების დაწყებამდე დააფიქსიროს ხელმოწერა საათობრივი აღრიცხვის ტაბელის ყოველდღიურ ჟურნალში;

       ე) არ დაუშვას კოლეჯის სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;

       ვ) კოლეჯის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, ხარისხის მართვის მენეჯერთან შეთანხმებით, აწარმოოს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალის გამოყენება;

       ზ) აწარმოოს პროფესიულ სტუდენტთა დასწრება/მოსწრების ჟურნალი;

       თ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა პროფესიული სტუდენტის ცოდნისა და მიღწევების სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით;

        ი) მზრუნველობით მოეპყროს კოლეჯის ქონებას და მიიღოს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად;

        კ) არ დაუშვას ლექციის გაცდენა/ჩაშლა;

        ლ) კოლეჯზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;

        მ) საკუთარი ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტამდე არაუგვიანეს 30 დღისა წერილობითი ფორმით აცნობოს კოლეჯის ადმინისტრაციას.

        3. პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება აქვს:

        ა) მოთხოვოს კოლეჯს მუშაობისათვის აუცილებელი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო;

        ბ) დროულად მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი შრომითი ანაზღაურება.

მუხლი 5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის/პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება

     პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის/პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების, ასევე დამტკიცების, ცვლილებების შეტანისა და გაუქმების პროცედურა რეგულირდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შპს საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის „ეკვატორი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ინსტრუქციით.

მუხლი 6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

       1. პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროფესიული სტუდენტობის კანდიდატი არის პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი, საშუალო, საბაზო ან უმაღლესი განათლება.

        2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურები და ვადები, აგრეთვე პროფესიულ პროგრამაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესით და პირობებით.

       

         3. პირს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი კოლეჯის დირექტორის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ ბრძანების გამოცემის, მასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის შემდეგ.

        4. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები სტუდენტების ზღვრულ რაოდენობას განსაზღვრავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

        5. დირექტორის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი მონაცემები უნდა აისახოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

მუხლი 7. სასწავლო ხელშეკრულება

       პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვისას, კოლეჯის მიერ პროფესიულ სტუდენტთან, ხოლო არასრულწლოვნობის შემთხვევაში მის  კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება.

მუხლი 8. პროფესიული სტუდენტის პირადი საქმე

        1. პროფესიული სტუდენტის პირადი საქმე მოიცავს:

        ა)  ჩარიცხვისას წარმოდგენილ ყველა დოკუმენტს;

        ბ)  ხელშეკრულებას;

        გ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო ბარათს;

        დ) პროფესიულ სტუდენტთან დაკავშირებით გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებულ ამონაწერს ან დამოწმებულ ასლს;

         ე) კოლეჯის მიერ პროფესიულ სტუდენტზე გაცემული სერტიფიკატებისა და დიპლომების ასლებს;

         ვ) სხვა დოკუმენტს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

         2. პროფესიული სტუდენტის პირად საქმეს და სასწავლო ბარათის შევსებას  აწარმოებს სასწავლო პროცესის  მართვის მენეჯერი.

         3. პროფესიული სტუდენტის პირადი საქმის შენახვისა და განკარგვის პირობები განისაზღვრება  კოლეჯის საქმისწარმოების ინსტრუქციით.

მუხლი 9. პროფესიული სტუდენტის  უფლებები და მოვალეობები

       1. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული  სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში.

       2. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის უფლებების შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ წესით დადგენილი კოლეჯის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.

       3. კანონმდებლობითა და კოლეჯის  შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებების გარდა კოლეჯის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:

       ა) მოსთხოვოს კოლეჯის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტებით, პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

       ბ) ისარგებლოს  კოლეჯის  სასწავლო  და  დამხმარე  რესურსით,  საბიბლიოთეკო, საინ­ფორმაციო და სხვა საშუალებებით;

       გ) მიიღოს   კოლეჯის   ადმინისტრაციისგან   ამომწურავი   ინფორმაცია   თავისი უფლე­ბების,  საგანმანათლებლო  პროგრამებისა  და  კოლეჯის  სხვა რესურსების შესახებ;

       დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

       ე)   მონაწილეობა   მიიღოს   ინდივიდუალური   საგანმანათლებლო   პროგრამის   შემუშა­ვე­ბაში;

       ვ) მიიღოს მონაწილეობა კოლეჯის მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებაში.

       4. პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:

       ა) დაიცვას კანონმდებლობის, კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

       ბ) შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;

       გ) შეასრულოს კოლეჯთან დადებული  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

      დ) დაიცვას სხვა პირების  უფლებები და კანონიერი ინტერესები;

      ე) სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით არ გამოიყენოს პლაგიატი;

      დ) გაუფრთხილდეს კოლეჯის ინფრასტრუქტურას;

      ვ) იმოქმედოს იმგვარად, რომ არ შეურაცყოს კოლეჯის პრესტიჟი.

მუხლი 10. პროფესიული სტუდენტის  სტატუსის შეჩერება

      1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებად ითვლება კოლეჯსა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

      2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

      ა) პირადი განცხადება მიზეზის მითითებით. მიზეზის შინაარსი არ შეიძლება გახდეს პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი;

      ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, როდესაც განაჩენის აღსრულება უნდა მოხდეს ისეთი ფორმით, რაც შეუთავსებელია სწავლასთან;

      გ) ფინანსური დავალიანება;

     დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ორსულობა და ახალშობილის მოვლა;

      ე) კოლეჯის შინაგანაწესით განსაზღვრული შემთხვევები და სხვა საფუძვლები.

ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც სწავლობს პროფესიული სტუდენტი) საერთო მოცულობის საკონტაქტო საათების 60%-ზე მეტი გაცდენა;“;

      3. პროფესიულ სტუდენტს სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სწავლისათვის გადახდილი თანხა არ უბრუნდება, მაგრამ სწავლის გაგრძელებისას ჩაეთვლება სწავლის საფასურში.

      4.  პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შესაძლოა შეუჩერდეს არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. პროფესიულ სტუდენტს სტუდენტის სტატუსის შეუწყდება თუ კი ზემოაღნიშნულ ვადაში არ აღიდგენს სტატუსს.

        5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ხდება კოლეჯის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რომლის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა მონაცემები აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

        6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

         7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები და სწავლას გააგრძელებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ ეტაპიდან, რომელ ეტაპზეც მას შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ხარისხის მართვის მენეჯერი შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს.

          8. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და აღდგენასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 

მუხლი 11. პროფესიული სტუდენტის  სტატუსის აღდგენა

         1. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია პროფესიული სტუდენტის განცხადების საფუძველზე.

         2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თუ კოლეჯი განახორციელებს მიღებას შემდეგ ნაკადზე.

         3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე ათვისებული კრედიტები.

         4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება აქტი და მონაცემები აისახება საგანმანთლებლო დაწესებულებების რეესტრში დირექტორის ბრძანებიდან 5 დღეში.

          5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და აღდგენა შესაძლებელია ერთი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ.

           6. იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა  პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის გაუქმებულია, ან შეცვლილია პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამით ან მობილობით გადავიდეს  სხვა  დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 12. პროფესიული სტუდენტის  სტატუსის შეწყვეტა

        1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

        ა) პირადი განცხადება;

        ბ) პროფესიული პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

        გ) გარდაცვალება;

        დ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პროფესიული სტუდენტის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენისათვის, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;

        ე) სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

        ვ) სასწავლო პერიოდში პროფესიული სტუდენტის აკადემიური ჩამორჩენილობა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა);

         ზ) კოლეჯის შინაგანაწესითა და ამ წესით განსაზღვრული შემთხვევები და სხვა საფუძვლები.

         2. კოლეჯი ვალდებულია პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს პირს აღნიშნულის შესახებ, მოისმინოს მისი პოზიცია და მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის უფლება.

         3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულებისაგან.

         4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ პირისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის საკითხი აღარ განიხილება და სტატუსის შეწყვეტამდე გადახდილი თანხა მას არ უბრუნდება.

         5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი თავიდან მოპოვება დასაშვებია წინამდებარე წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.

          6. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ხდება კოლეჯის დირექტორის დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომლის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 დღისა მონაცემები აისახება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში. გადაწყვეტილება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

         7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესით, გადაწყდება მომქმედი კანონმდებოლობისა და კოლეჯის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

         8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტებზე.

მუხლი 13. მობილობა

     1. პროფესიული სტუდენტის გარე მობილობა და შიდა მობილობა (შემდგომში - ,,მობილობა“) არის პროფესიულ სტუდენტთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და კრედიტების აღიარება.

      2. მობილობის უფლება აქვს პირს, რომელმაც პროფესიული სტუდენტის სტატუსი მოიპოვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც მობილობის განხორციელების მომენტისთვის არის კოლეჯის ან სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლი დაწესებულების პროფესიული სტუდენტი.

       3. მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელსაც მობილობის განხორციელების მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

       4. მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

       ა) თუ კოლეჯის პროფესიულ სტუდენტს სურს სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება (შიდა მობილობა) ან სხვა დაწესებულებაში გადასვლა (გარე მობილობა);

        ბ) თუ სხვა დაწესებულების პროფესიულ სტუდენტს სურს გადმოსვლა კოლეჯში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

       5. პროფესიული სტუდენტის მობილობა ხორციელდება შესაბამისი პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში.

       6. პროფესიული სტუდენტები, რომელთა დაწესებულებები ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან დაწესებულებამ დაკარგა პროგრამის განხორციელების უფლება ან საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, მიიჩნევიან პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებულ პირებად და მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი პირობები.

        7. მობილობის უფლება პროფესიულ სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზე დაშვების წინაპირობასაც ის აკმაყოფილებს. 

       8. გარე ან შიდა მობილობით ჩარიცხვის უფლების მოპოვების მიზნით პროფესიული სტუდენტი, ხოლო არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს კოლეჯს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ პროგრამის სახელწოდება, რომელზეც პირს სურს გადასვლა.

       9. კოლეჯი უფლებამოსილია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (შემდგომში - ,,სისტემა“) დამატებით მოიპოვოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სტატუსის, არსებობის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების საფუძვლების და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ.

       10. კოლეჯი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის მობილობით ჩარიცხვაზე, თუ:

      ა) კოლეჯს არ აქვს ვაკანტური ადგილები პროგრამისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში;

      ბ) კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს მობილობის მსურველი პირის შემდგომ განათლებას მიმღები პროგრამის განხორციელების სპეციფიკის გათვალისწინებით;

      გ) მობილობის მსურველი ვერ აკმაყოფილებს კოლეჯი მიერ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დადგენილ წინაპირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

       11. მობილობის მსურველი პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პირის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ ხდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

      12. კოლეჯი ადგენს მის მიერ შეთავაზებულ პროგრამასთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

       13. მობილობით სტუდენტის ჩარიცხვა ფორმდება კოლეჯის დირექტორის ბრზანებით და აღნიშნული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება სისტემაში. სისტემის მონაცემების საფუძველზე კოლეჯი, პროფესიული სტუდენტის მობილობის შემთხვევაში, გამოსცემს სამართლებრივ აქტს პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახავს სისტემაში. 

მუხლი 14. პირის მიერ მიღებული ფორმალური განათლების აღიარების წესი და პროცედურა

         1. პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

         2. პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარებას მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

        3. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, პირი განცხადებით მიმართავს კოლეჯის დირექტორს, რის საფუძველზეც დირექტორი ბრძანებით ქმნის კომისიას.

        4. კომისიის შემადგენლობაში შედიან პირები, რომლებასც აქვთ სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენის კომპეტენცია.

        5. კომისია უფლებამოსილია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიაროს პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან და პროფესიულ სტუდენტებთან, ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა მხარეებთან.

        6. კომისია ახორციელებს პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენას პირის მიერ შერჩეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და შედეგებს აფორმებს ოქმით.

მუხლი 15. პირის მიერ ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების პრინციპები

         1. დასაშვებია მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება მოთხოვნილი პროგრამის მიზნებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

         ა) სწავლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს;

         ბ) სწავლის შედეგების ფორმულირება განსხვავებულია, თუმცა შინაარსობრივად შეიძლება იდენტურად იქნეს მიჩნეული;

         გ) მიღწეული სწავლის შედეგი მოიცავს მოთხოვნილი პროგრამის სწავლის შედეგს, ანუ ვერ იქნებოდა მიღწეული, ასაღიარებელი სწავლის შედეგის მიღწევის გარეშე;

         2. სწავლის შედეგების შესაბამისი შესრულების კრიტერიუმებს შორის განსხვავება არ შეიძლება გახდეს სწავლის შედეგის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 16. პირის მიერ მიღებული ფორმალური განათლების აღიარების თაობაზე ინფორმირება და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა

          1. პირის მიერ მიღებული ფორმალური განათლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება ეცნობება პირს.

         2. პირის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში, ის განცხადებით მიმართავს კოლეჯის დირექტორს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ, კოლეჯის მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცახადებული მიღების   ფარგლებში.

         3. კოლეჯის მიერ ამ წესით დადეგნილი პროცედურების დაცვით, პირის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, ის განცხადებით მიმართავს კოლეჯის დირექტორს, მიღებული ფორმალური განათლების აღიარების შედეგების გათვალისიწნებით, ინდივიდუალური სასწავლო გეგამის შედგენის თაობაზე.

         4. პროფესიული სტუდენტის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის პროექტს ადგენს კოლეჯის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად  პროფესიული სტუდენტის ჩართულობით და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს.

         5. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე, კოლეჯის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ადგენს სასწავლო კალენდარისა და მეცადინეობის განრიგის პროექტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს.

მუხლი 17. პირის მიერ მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება

         1. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება გულისხმობს არაფორმალური გზით შეძენილი პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.

         2. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.

         3. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველი პირი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მაძიებლად  (შემდგომში - ,,მაძიებელი“) დაიშვება, თუ იგი აკმაყოფილებს პროფესიული განათლების მიღებისათვის და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვებისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

        4. არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პირის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მაძიებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 18.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი

        1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში კოლეჯი სთავაზობს პროფესიულ სტუდენტს ქვემოთ მოცემულ მექანიზმებს შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით:

        ა) კოლეჯს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა საგანმანთლებლო დაწესებულებებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტთა შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის თაობაზე იმავე ან მონათესავე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში;

         ბ) კოლეჯი სთავაზობს პროფესიულ სტუდენტს შეცვლილი ან გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესაძლებლობით უზრუნველყოფას;

         გ) კოლეჯი სთავაზობს პროფესიულ სტუდენტს შემდგომი განათლებით უზრუნველყოფას შეცვლილი ან გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ მონათესავე პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თავად ახორციელებს.

         2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება პროფესიული სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების აღიარება.

         3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმების არარსებობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ კი პროფესიული სტუდენტი წერილობით უარს განაცხადებს არსებულ მექანიზმებზე, კოლეჯი ახორციელებს შესაბამისი სერთიფიკატის/ცნობის გაცემას აღნიშნული პროფესიული სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების საფუძველზე.

მუხლი 19.  პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების შეფასების სისტემა

  1. პროფესიული სტუდენტის შეფასება მის მიერ პროფესიული საგნმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ფლობის დადასტურების პროცესია. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

     2. განმავითარებელი შეფასება სწავლის პროცესის შეფასებაა, რომელიც აკონტროლებს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია პროფესიული სტუდენტის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით. განმავითარებელი შეფასება საკონტაქტო საათის აქტივობათა განუყოფელი ნაწილია და ის პროფესიული მასწავლებლის გადაწყვეტილებით შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

     3. განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის ან შედეგების ერთობლიობის საბოლოო შეფასებას მოდულით განსაზღვრული შესრულების კრიტერიუმების შესაბამისად. ის ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

     ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

     ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

     4. პროფესიული განათლების მასწავლებელი განმსაზღვრელ შეფასებაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (სწავლის შედეგი დადასტურდა/სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა) შესაფასებელ პირს აცნობს შეფასების თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; ინფორმაციის მიწოდება შეიძლება მოხდეს პირისპირ ან წერილობით. ჯგუფისთვის შეფასების შედეგების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიული სტუდენტებისგან წინასწარ მოიპოვებს თანხმობას.

     5. უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს სწავლის შედეგის დადასტურება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე ან იმ მოდულის დაწყებამდე, რომლის წინაპირობაც არის მოდული, რომლის შედეგიც ვერ დადასტურდა. პროფესიულ სტუდენტს ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების საშუალება ერთი სწავლის შედეგის ფარგლებში ეძლევა მხოლოდ ორჯერ.

       6. ერთი სწავლის შედეგის ფარგლებში სწავლის შედეგის ორჯერ ვერ დადასტურების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება ეძლევა განმეორებით გაიაროს მოდული.

        7. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს შეფასების შედეგის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში აპელაციის წესით ერთჯერადად გაასაჩივროს აღნიშნული შეფასება დირექტორის სახელზე წარდგენილი პირადი განცხადების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება საკითხის შემსწავლელი დროებით კომისია (კომისიის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი; სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი; ხარისხის მართის მენეჯერი; პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შესაბამისი მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებელი) და განისაზღვრება საკითხის განხილვის ვადა. კომისია პროფესიული სტუდენტის განცხადების სრულყოფილად და სამართლიანად განხილვის მიზნით გადახედავს და აფასებს შესრულების მტკიცებულებას ან თავიდან ახორციელებს პროფესიული სტუდენტის განმსაზღვრელ შეფასებას, რომლის შედეგების საფუძელზე ოქმის სახით აფორმებს პასუხს პროფესიული სტუდენტის განცხადებაზე. აღნიშნული პასუხი პროფესიულ სტუდენტს უნდა ეცნობოს დაუყონებლივ.

      8. კალენდარულ გეგმასა და შეფასების ინსტრუმენტს შეიმუშავებს პროფესიული განათლების მასწავლებელი და მოდულის დაწყებამდე 15 სამუშაო დღით ადრე წარუდგენს ხარისხის მართვის მენეჯერს, რომელიც განიხილავს და ვერიფიკაციის შემთხვევაში ადასტურებს მათ. პროფესიული მასწავლებელი უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს თუ რომელ კრიტერიუმს გამოიყენებს შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას.

       9. თუ განმეორებითი შეფასების საჭიროება განპირობებულია სწავლის შედეგის დაუდასტურებლობით, განმეორებითი შეფასებისას საჭიროა გამოკითხვისთვის საჭირო ინსტრუმენტის ცვლილება დახურული კითხვების გამოყენების შემთხვევაში, რათა გამოკითხვის სანდოობა იყოს უზრუნველყოფილი. პრაქტიკული უნარების განმეორებით დადასტურებისთვის შესასრულებელი დავალების ცვლილება სავალდებულო არაა; დავალების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოდულის განმახორციელებელი პირი.

      10. განმეორებითი შეფასებისთვის შეფასების ინსტრუმენტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად - სასწავლო პროცესის მენეჯერის და მოდულის განმახორციელებელი პირის შეთანხმების საფუძველზე.

      11. შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით დადასტურებას. ყველა სწავლის შედეგი დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებით.

     12. შესრულების მტკიცებულებების შეგროვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროფესიული განათლების მასწავლებელს, რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს ათავსებს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში, ხოლო მოდულის დასრულების შემდეგ გადასცემს სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს.

      13. შესრულების მტკიცებულებები ინახება მათი მოპოვებიდან 3 წლის ვადით, რის შემდეგაც ხორციელდება მათი განადგურება კოლეჯის საქმისწარმოების ერთიანი წესებით გათვალიწინებული პროცედური შესაბამისად.

       14. შესრულების მტკიცებულებები მოიცავს შესაფასებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას.

       15. სწავლის შედეგი დადასტურებულად ითვლება, თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

        16. სწავლის შედეგის დადასტურება ხორციელდება ერთი პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ.

        17. კონკრეტული მოდულის ფარგლებში შესაძლებელია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება.

         18. პროფესიული სტუდენტის მიერ დადასტურებული სწავლის შედეგი ფორმდება პროფესიული სტუდენტის შეფასების უწყისით.

         19. პროფესიული სტუდენტი, რომელიც სრულად ვერ ითვისებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ყველა მოდულს და წყვეტს სწავლას, უფლებამოსილია მოითხოვოს სერთიფიკატი განვლილი მოდულების/სწავლის შედეგების შესახებ.

მუხლი 20. შეფასების ინსტრუმენტის სტრუქტურა და შინაარსი (პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე)

  1. შეფასების ინსტრუმენტი უნდა შემუშავდეს შესაფასებელ მოდულში მითითებული შეფასების მიმართულების შესაბამისად.
  2. შეფასების ინსტრუმენტში აუცილებლად უნდა მიეთითოს:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო (მოდულური) პროგრამის დასახელება;

გ) მოდულის დასახელება და სარეგისტრაციო ნომერი;

დ) შეფასების მიმართულება;

ე) შეფასების ინსტრუმენტი;

ვ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახელი და გვარი;

ზ) სწავლის შედეგი/შედეგები;

თ) დავალების აღწერა და დავალების შესრულების ინსტრუქცია, რომელიც იქნება პროფესიული სტუდენტისთვის გასაგები;

ი) დავალების შესასრულებლად გამოყოფილი დრო;

კ) შეფასებისთვის საჭირო გარემო და პირობები, ტექნიკური აღჭურვილობა, მასალა და ინვენტარი;

ლ) აღწერილია შეფასების პროცესი და პირობები (მაგალითად როდის შეუძლიათ სახელმძღვანელოებით, ლექსიკონებით ან კალკულატორებით სარგებლობა; შეუძლიათ თუ არა პროფესიულ სტუდენტებს თანამშრომლობა და სხვა);

მ) ხარვეზების დასაშვები ნორმა/შესრულების მინიმალური ხარისხი;

ნ) ინფორმაცია განმეორებითი შეფასების შესახებ(დეტალურად მიეთითება რომელი მოდულის წინაპირობაა აღნიშნული მოდული და რა პერიოდში მოხდება გადაბარება);

ო) სწავლის შედეგის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულების დასახელება;

პ) დავალების შინაარსი;

ჟ) შეფასების სქემა - სწავლის შედეგის დადასტურების პირობები;

რ) შეფასების ჩატარების თარიღი;

ს) ინსტრუმენტის შემმუშავებელი მასწავლებლის გვარი, სახელი;

  1. გამოკითხვის მიმართულებაში ტესტების გამოყენების შემთხვევაში, შეფასების ინსტრუმენტში ასევე უნდა:

ა) განისაზაღვროს თითოეული ტესტური დავალებისთვის პირობა;

ბ) გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპისტესტური დავალებები;

გ) დაინომროს ტესტები;

დ) შემუშავდეს ტესტის გასაღები.

  1. პრაქტიკული დავალება დაკვირვებით - შეფასების ინსტრუმენტში ასევე უნდა მიეთითოს პრაქტიკული დავალების/შემთხვევის/სიმულაციის შინაარსი, შეფასების კრიტერიუმები და განისაზღვროს დავალების შესრულების შესაბამისი მტკიცებულება;

მუხლი 21. შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციის წესი და პროცედურა

  1. შეფასების პროცესამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე პროფესიული განათლების მასწავლებელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის/წარუდგენს შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს;
  2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ შეფასების ინსტრუმენტის წარმოდგენის შემდეგ ვალიდაციას ახორციელებენ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განათლების სპეციალისტი და დარგის სპეციალისტი (ძირითადად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი);
  3. განათლების სპეციალისტი ახორციელებს შეფასების ინსტრუმენტის ტექნიკური მხარის შემოწმებას, ხოლო დარგის სპეციალისტი შინაარსობრივი მხარის შემოწმებას, ხოლო დარგის სპეციალისტი შინაარსობრივი მხარის შემოწმებას.
  4. ხარვეზების შემთხვევაში შეფასების ინსტრუმენტი რეკომენდაციებით /შენიშვებით/

მითითებებით უბრუნდება პროფესიული განათლების მასწავლებელს, რომელიც ვალდებულია ორი სამუშაო დღის ვადაში შესწორებული სახით;

  1. შეთანხმებული შეფასების ინსტრუმენტი წარწერით „შეთანხმებულია“ და ორი ვალიდატორის ხელმოწერით გამოიყენება პროფესიული სტუდენტების შეფასების მიზნებისათვის.

 

 

მუხლი 20.  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების სასწავლო პროცესში ჩართვის წესი

      1. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სწავლებისა და სწავლის პროცესში ჩართულობას კოლეჯი უზრუნველყოფს ადაპტირებული სასწავლო გარემოთი, რაც გულისხმობს:

     ა) კოლეჯის შენობაში თავისუფლად შეღწევის შესაძლებლობას;

     ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დაცვა-უსაფრთხოების მუშაკის/მუშაკების გამოყოფას შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით კოლეჯის მთელ ტერიტორიაზე.

      2. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისათვის კოლეჯის მიერ მუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულს და წარმოადგენს მის მოდიფიკაციას (მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებში ცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების ცვლილების გარეშე) და შესაბამისად, აზუსტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის საჭირო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოიყენება როგორც სახელმძღვანელო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისთვის. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის მიმდინარე შეფასება ხორციელდება ინდივიდუალურად, განსაზღვრულ მისაღწევ სწავლის შედეგებთან მიმართებით, ხოლო საბოლოო შეფასება და კრედიტების მინიჭება - პროფესიულის საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის მოთხოვნებთან მიმართებით.

       3. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს ხარისხის მართვის მენეჯერი შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს.

მუხლი 21.  კრედიტების დაგროვება შეცვლილ პროგრამაზე

      1. პროფესიული სტუდენტს მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისი კრედიტები შეცვლილი პროგრამის მიზნებისათვის დაგროვებულად ეთვლება იმ რაოდენობით, რასაც ითვალისწინებს შეცვლილი პროგრამა.

       2. თუ ცალკეულ სწავლის შედეგზე კრედიტების რაოდენობის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, პროფესიულ სტუდენტს დაგროვებულად ეთვლება შეცვლილი პროგრამის მოდულით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობა, თუ ამ მოდულის ყველა სწავლის შედეგის მიღწევა დადასტურებულია.

       3. თუ აღიარების პროცესში დადგინდა, რომ პროფესიულ სტუდენტს უდასტურდება შეცვლილი პროგრამის მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების ნაწილი, კრედიტის მინიჭება განხორციელდება მოდულით გათვალისწინებული, დაუდასტურებელი სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 

მუხლი 22.  პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა

      1. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესითა და კოლეჯის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

      2. პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წარმოება არ უნდა ზღუდავდეს პროფესიული სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ისეთი შემთხვევებისა თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კოლეჯის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. პროფესიული სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს სპეციალური კომისია, რომელიც დირექტორის ბრძანებით იქმნება. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს საკუთარი საქმის განხილვას;

       3. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება;

       4. დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენება კოლეჯის პროფესიული სტუდენტების მიმართ მათ მიერ კოლეჯის ტერიტორიაზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

       5. პროფესიული სტუდენტის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:

      ა) გაფრთხილება;

      ბ) მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

      გ) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

მუხლი 23.  პროფესიული სტუდენტის ქცევის წესები და პასუხისმგებლობა

       1. პროფესიული სტუდენტები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ კოლეჯის პრესტიჟს, ზუსტად დაიცვან კოლეჯის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები კოლეჯის პერსონალთან და სხვა პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობაში.

      2. კოლეჯის ტერიტორიაზე პროფესიულ სტუდენტებს ეკრძალებათ:

      ა) თამბაქოს მოწევა კოლეჯის ტერიტორიაზე რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

      ბ) ხმაური და მეცადინეობისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიწვევს პროფესიული სტუდენტის გაფრთხილებას;

      გ) კოლეჯის შენობის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

        დ) კოლეჯის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შესვლა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებასა და შესაბამის კანონით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

        ე) კოლეჯის ტერიტორიაზე აზარტული თამაშები, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას ან სტატუსის შეწყვეტას;

        ვ) ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება, ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კოლეჯში გამოცხადება, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას ან სტატუსის შეწყვეტას;

        ზ) ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, გავრცელება, რაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

        თ) გამოცდის ჩატარებისა და გამოცდაზე ქცევის წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

        ი) კოლეჯში გამოცხადება გარეგნულად მოუწესრიგებელი სახით, არაადეკვატური ჩაცმულობით და ჰიგიენის ნორმების დაუცველად, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

        კ) აუდიტორიული მეცადინეობის ხელის შეშლა ან ჩაშლა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

        ლ) კოლეჯის შენობაში განცხადებების ჩამოხევა ან გაფუჭება, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

         მ) პროფესიული სტუდენტების ან/და თანამშრომლებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანიც იყო აუდიტორიული მეცადინეობის ან გამოცდის ჩაშლა, ან გაცდენების საპატიოდ ჩათვლა ან მისი ოჯახის წევრებთან კოლეჯის თანამშრომლობის კონტაქტისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიწვევს გაფრთხილებას;

          ნ) კოლეჯის ქონების დაზიანება, დაკარგვა ან დაუბრუნებლობა, რაც გამოიწვევს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას და სტატუსის შეწყვეტას;

          ო) კოლეჯისათვის საჭირო დოკუმენტაციის უნებართვოდ აღება ან განადგურება, რაც გამოიწვევს ამ ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას და სტატუსის შეწყვეტას;

           პ) კოლეჯის ტერიტორიის (შენობისა და ეზოს) დანაგვიანება-დაბინძურება, რაც გამოიწვევს დასუფთავების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას და გაფრთხილებას.

მუხლი 24.  პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობების განსაზღრა

        1. კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება A, B და C სასწავლო გარემოში პროფესიულ სტუდენტთა სამუშაო ადგილებისა და ტექნიკური აღჭურვილობის რაოდენობა.

       2. A ტიპის სასწავლო გარემო თეორიული მეცადინეობებისა და ჯგუფური მუშაობისათვის არის განკუთვნილი და აღჭურვილია პროფესიული სტუდენტების და პროფესიული მასწავლებლის მაგიდებითა და სკამებით, დაფით, კომპიუტერით, პრინტერითა და პროექტორით.

        3. B ტიპის სასწავლო გარემო კომპიუტერული ლაბორატორიაა და აღჭურვილია კომპიუტერებით, პრინტერით, სასწავლო მერხებითა და სკამებით, პროექტორით.

        4. სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნებისათვის C ტიპის სასწავლო გარემო აღჭურვილია მოდულებში მითითებული მატერიალური რესურსით - ინვენტარით.

        5. დასაშვებია სხავდასხვა პროგრამის მოდულის განხორციელების მიზნებისათვის ერთიდაიმავე სივრცის გამოყენება თუ ის თავსებადია სასწავლო გარემოს და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების თვალსაზრისით, კვირეული დატვირთვის გათვალისწინებით მაქსიმუმ ორცვლიანი მუშაობის რეჟიმში.

        6. დასაშვებია სასწავლო გარემოს სხვადასხვა მოდელის (A,B და C სასწავლო გარემო) ერთ სივრცეში განთავსება.

        7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის უმეტესი ნაწილი ითვალისწინებს პრაქტიკის კომპონენტს, რომელიც ხორციელდება პრაქტიკის ობიექტზე, ღია სივრცეში, შესაბამისად A სასწავლო გარემო ერთ ცვლაში სწავლების შემთხვევაში საშუალოდ დატვირთულია 50%-ით, რაც კოლეჯს საშუალებას აძლევს A სასწავლო გარემოში ერთ ცვლაში მიიღოს პროფესიულ სტუდენტთა სამუშაო ადგილების ორმაგი, ხოლო ორ ცვლაში - ოთხმაგი რაოდენობა.

        8. B სასწავლო გარემოში პროფესიული სტუდენტი წლიური 60 კრედიტიდან ითვისებს საშუალოდ 3 კრედიტს, შესაბამისად B სასწავლო გარემო ერთ ცვლაში სწავლების შემთხვევაში დატვირთულია საშუალოდ 5%-ით, რაც კოლეჯს საშუალებას აძლევს B სასწავლო გარემოში ერთ ცვლაში მიიღოს პროფესიულ სტუდენტთა სამუშაო ადგილების ოცმაგი, ხოლო ორ ცვლაში - ორმოცმაგი რაოდენობა.

       9. პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ რაოდენობებს შორის უმცირესს.

      10. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება C სასწავლო გარემოში პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა ან C სასწავლო გარემოს ფართი.

       11. ოც პროფესიულ სტუდენტზე კოლეჯს ჰყავს მინიმუმ ერთი პროფესიული განათლების მასწავლებელი.

       12. პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაცის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კოლეჯში მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობის მიხედვით.

მუხლი 25.  სასწავლო მიზნებისათვის გამოყენებული მასალებისა და ნედლეულის შენახვისა და გამოყენების მექანიზმები

      1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის, პროგრამაში შემავალ მოდულებში მითითებული მასალებისა და ნედლეულის როდენობის გათვალისწინებით სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი პროფესიული განათლების მასწავლებლებთან კონსულტაციის საფუძველზე წარუდგენს დირექტორს მოთხოვნას შესაძენი მასალებისა და ნედლეულის შესახებ შესაბამისი მოდულის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

      2. სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და ნედლეულის შეძენას უზრუნველყოფს კოლეჯის ადმინისტრაცია.

      3. მასალებისა და ნედლეულის შეძენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათი ვარგისიანობის ვადა გამოყენების მომენტისათვის.

      4. მასალებისა და ნედლეულის შენახვა ხორციელდება შენახვის შესაბამისის წესების დაცვით.

       5. სასწავლო მიზნებისათვის მასალებისა და ნედლეულის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერისთვის გადაცემას ახორციელებს ადმინისტრაცია, მიღება-ჩაბარების აქტით.

      6. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერისთვის სასწავლო მიზნებისათვის გადაცემული მასალა და ნედლეული გამოყენებული უნდა იქნას საგანმანათლებლო მიზნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მასალის სხვა მიზნებისათვის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობით.

      7. მოდულის დასრულების შემდეგ დგება ანგარიში გახარჯული მასალებისა და ნედლეულის შესახებ და გაუხარჯავი მასალები და ნედლეული ბრუნდება უკან შესაბამისი პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მუხლი 26.  სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის შენახვისა და განკარგვის წესი

       1. სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს შეფასების მტკიცებულებას და უნდა ინახებოდეს ამ მუხლით დადგენილი წესით.

       2. პროდუქტი, რომელიც არსებობს დოკუმენტაციის სახით (ტესტები, პროექტები, მასწავლებლის დაკვირვების ფორმები და სხვა) ინახება, კვალიფიკაციის მინიჭებიდან  სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება კოლეჯის საქმისწარმოების ინსტრუქციით  ან გადაეცემა ბიბლიოთეკას საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

       3. პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ელექტრონული სახით უნდა ჩაიწეროს ინფორმაციის ციფრულ მატარებელზე და  ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან  სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება დადგენილი წესით ან გადაეცემა ბიბლიოთეკას საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

        4. პროდუქტი, რომელიც განთავსებულია გლობალურ ქსელში (ინტერნეტი), ელექტრონული მისამართები იწერება რეესტრში და რეესტრი ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან  სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც შესაძლებელია წაიშალოს.

        5. პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს მატერიალური სახის შემოქმედებით ნაშრომს (ნახატი, მაკეტი და სხვა)  ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან  სამი წლის განმავლობაში. შესაძლოა შენახვის პერიოდში გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო მიზნებისათვის, რის შემდეგაც შესაძლოა მისი რეალიზაცია, გადაცემა სხვა პირისათვის საქველმოქმედო მიზნებისათვის ან ნადგურდება დადგენილი წესით ან რჩება კოლეჯის საგანმანათლებლო მიზნებისათვის.

        6. პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, უნდა დაფიქსირდეს ფოტო ან ვიდეო გამოსახულების სახით, რაც ინახება კვალიფიკაციის მინიჭებიდან  სამი წლის განმავლობაში. შესაძლოა პროდუქტის  რეალიზაცია ან სხვა პირისათვის გადაცემა საქველმოქმედო მიზნებისათვის, ან ნადგურდება დადგენილი წესით ან ხდება სხვაგვარად განკარგვა აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

         7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული პროდუქტის სხვაგვარად განკარგვა გარდა განადგურებისა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ და უსაფრთხოების ნორმებს.

         8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული პირობების კონტროლი და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება კოლეჯის ადმინისტრაციას.

         9. სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქტის შენახვისას შესაძლებელი უნდა იყოს მისი ავტორ(ებ)ის/შემქნელ(ებ)ის იდენტიფიკაცია.

მუხლი 27.  სასწავლო პროცესის ფარგლებში წარმოშობილი ნარჩენების უტილიზაცია

         1. სასწავლო პროცესში წარმოშობილი ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი ნარჩენების უტილიზაციის წესების დაცვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში უტილიზაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს და გარშემო მყოფ პირებს.

        2. ნარჩენების შეგროვებაზე და უტილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი მოდულის განმახორციელებელს.

         3. უტილიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული სტუნდენტების მონაწილეობით, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი.

         4. განხორციელებული უტილიზაციის პროცედურის შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს კოლეჯის ადმინისტრაციისადმი წარდგენილ სამსახურეობრივ ბარათში/ანგარიშში.

მუხლი 28. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება და პროფესიული დიპლომი

         1. პროფესიული კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.

         2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული (მოდულური) საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტი, ასევე არჩევითი პროფესიული მოდულებიდან პროგრამით განსაზღვრული კრედიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიიღოს მონაწილეობა შუალედურ შეფასებაში და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესები განსაზღვრულია კოლეჯის დირექტორის ბრძანებებით.

         3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტულ დონეზე პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის წარდგინების საფუძვლზე გამოცემული დირექტორის ბრძანებით.

         4. პირისათვის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.

         6. დირექტორის ბრძანების საფუძველზე მზადება და გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და მოწმდება კოლეჯის ბეჭდით.

         7. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული დონე შეიძლება მიეცეს დირექტორის მიერ ხელმოწერილი და კოლეჯის ბეჭდით დამოწმებული სათანადო მოწმობა.

          8. პროფესიული დიპლომის რეგისტრაციაში გატარების წესი განსაზღვრულია კოლეჯის საქმისწარმოების წესით.

          9. კურსდამთავრებულზე, პროფესიულ დიპლომთან ერთად, დიპლომზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გაიცემა დიპლომის დანართი. დიპლომის დანართს დამოუკიდებლად არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი ძალა.

         10. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დადგენილი წესით ინახება კოლეჯში შემდგომი დამუშავებისა და არქივში გადაცემისათვის.

          11. კოლეჯის სასერტიფიკატო პროგრამების (პროფესიული მომზადების პროგრამა/ პროფესიული გადამზადების პროგრამა) კურსდამთავრებულთათვის გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.

მუხლი 29.  სწავლის საფასური

      მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განისაზღვრება ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის N244 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 30.  დამატებითი დებულებები

       1. კოლეჯი, მის მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც კოლეჯი ვალდებულია შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

       2. იმ შემთხვევაში, თუ კოლეჯის მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან პროფესიული განათლების მასწავლებლების საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, იგი ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.

       3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ცვლილების შემთხვევაში კოლეჯი ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.

მუხლი 31.  დასკვნითი დებულებები

         1. წინამდებარე წესს ბრძანებით ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი.

         2. წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამტებების განხორციელება შესაძლებელია დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge