• ქ. ბათუმი, შავშეთის ქ. №33

პროფესიულ პროგრამებზე გაიზარდა მისაღები სტუდენტების ზღვრული რაოდენობა

?2022 წლის 16 თებერვალს გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს შპს ''სსსც ეკვატორის'' ''გემბანის რიგითი მეზღვაურის'' და ''სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის'' პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხი.
?საბჭოს გადაწყვეტილებით ''სსსც ეკვატორს'' მიეცა უფლება, თითოეულ პროგრამაზე სტუდენტთა მისაღები ადგილები გაზარდოს მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად.
?ავტორიზაციის ექსპერტთა შემოწმების შედეგად 2.2 კომპონენტი (საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რესურსი) შეფასდა სრულ შესაბამისობად.
?სსსც ეკვატორის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ექსპერტებს, საბჭოს თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს.

სასარგებლო ბმულები

www.mta.gov.ge www.economy.ge www.imo.org www.mes.gov.ge www.eqe.ge www.naec.ge iamu-edu.org www.vet.ge www.makuliteratura.ge www.ccol.ge www.matsne.gov.ge
www.rusregister.ru
www.iqnet-certification.com
www.employer.ge