Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
 

მთავარი

   საზღვაო საწვრთნელი ცენტრი - ეკვატორი აწარმოებს საზღვაო სპეციალისტების მომზადება/გადამზადებას, სერტიფიცირებას საერთაშორისო საზღვაო კონვენციის "მეზვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ" (მმდვდ 78/95)-ის შესაბამისად.

   ყველა სასწავლო პროგრამა შედგენილია IMO Model Courses-ის; STCW–78/2010 კონვენციის  შესაბამისად და შეთანხმებული და დამტკიცებულია საქართველოს ერთიანი  სატრანსპორტო ადმინისტრაციის  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

სწავლება მიმდინარეობს ქართულ ,რუსულ და ინგლისურ  ენებზე.

 მეზღვაურთა მომზადება/გადამზადებას, სერტიფიცირების  კურსებს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტები. კურსები ტარდება ვიდეო მასალების გამოყენებით, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება შესაბამის  სიმულატორებზე/ტრენაჟერებზე.  ცენტრს გააჩნია რელობასთან შესაბამისი შემდეგი სიმულატორები/ტრენაჟერები: კაპიტნის ხიდური, ხმელეთზე განთავსებული ხანძარსაწინაარმდეგო ტრენაჟერი, რადილოკაციური და ავტომატური რადიოლოკაციური ტრენაჟერი, GMDSS, სამედიცინო მომსახურება (MEDICAL CARE), პირველადი სამედიცინო დახმარება (MEDICAL FIRST AID).

იხილეთ:  "საზღვაო საწვრთნელი ცენტრ-„ეკვატორში"-ში არსებული კურსების  ჩამონათვალი (დანართი). 

„საზღვაო საწვრთნელ ცენტრ ეკვატორ“- ში ფუნქციონირებს  სწავლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გემბანის მეზღვაურისა და სამანქანო განოფილების მეზღვაურის სპეციალობაზე. აღნიშნული სპეციალობების სტუდენტები გადიან 6 თვიან თეორიულ სწავლებას ეკვატორის ბაზაზე, ხოლო 3 თვიან პრაქტიკას სასწავლო გემსა და სახელოსნოებში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გემბანის მეზღვაურისა და სამანქანო განოფილების მეზღვაურის სპეციალობაზე თეორიულ კურსებს ატარებენ კვალიფიცირებული მასწავლებლები (მეზღვაურები).

აღნიშნულ სპეციალობებზე აბიტურიენტთა მიღება დაიწყება ამა წლის სექტემბერში.