Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

ცენტრის სიახლეები:

17 ივლისი, 2015 წელი

კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტის ვიზიტი ბათუმშ

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო გომელაური აჭარის რეგიონის წევრ კოლეჯებს ეწვია.

14. 07. 2015 წელი: ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი და საზღვაო სასწავლო ცენტრი "ანრი";
15.07. 2015 წელი: ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA და „საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“;
16.07.2015 წელი: ბათუმის სამედიცინო აკადემია.
შეხვედრებმა თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ქალბატონმა ნინომ დაათვალიერა კოლეჯები, გააცნო კოლეგებს ასოციაციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და გაეცნო მათ პრობლემებს.
გამგეობის გადაწყვეტილებით მსგავსი ვიზიტები განხორციელდება ასოციაციის ყველა წევრ კოლეჯში.

29 ივნისი, 2015 წელი

სკკა–ს III ფორუმი

 

26 ივნისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მესამე ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ უმასპინძლა. ფორუმს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სკკა-ს პარტნიორები და კოლეგები. დამსწრე საზოგადოებას 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია ჩიხლაძემ წარუდგინა, მან ისაუბრა გასული წლის ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. გაიმართა დისკუსია აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე.

ვრცლად...

25 ივნისი, 2015 წელი

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა.

საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი ულოცავს თითოეულ მეზღვაურს ამ პროფესიულ დღესასწაულს და მშვიდობიან და წარმატებულ ნაოსნობას უსურვებს.

ვრცლად...

 

18.06.2015

შპს „სსსც ეკვატორის“ ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!

audit

2015 წლის 25–26 ივნისს ჩატარდება მიმდინარე წლის გეგმიური I შიდა აუდიტი. შესამოწმებელი ქვეგანყოფილებები: კადრების განყოფილება, ხარისხის სამსახური, პროფესიული განათლების განყოფილება, აგრეთვე შემოწმდება დირექტორის საქმიანობა.

ვრცლად...

 

15.06.2015

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აუდიტი

transportis

2015 წლის 01 ივნისს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჩაატარა გეგმიური შუალედური აუდიტი, რომლის დროსაც წინასწარ მოწოდებული დღის განრიგის მიხედვით შემოწმდა 2014 წლის აუდიტის მაკორექტირებელი ქმედებები,

ვრცლად...

 

31.05.2015

პროფორიენტაცია

31.05.2015

22015 წლის მაისში  სასწავლო საწვრთნელი ცენტრის ხარისხის სისტემის მენეჯერმა ნესტან ბოლქვაძემ პროფორიენტაციის ღონისძიებები ჩაატარა ქ. ბათუმის №2, 13, და 28 სკოლებში.

ვრცლად...