Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი“ დაარსდა 2009 წელს;
2010 წლიდან ცენტრში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2008 შესაბამისად და მას გააჩნია ISO–სა და ასევე IQnet – ის სერტიფიკატები;
2014 წელს შპს ,,საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრმა ეკვატორმა“ მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ავტორიზაციის გზით. 
კოლეჯი წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას; კოლეჯი საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა ახორციელებს მოქმედი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას;
პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შასაბამისობის რეგულარული შემოწმება საერთაშორისო ნორმებთან მიმართებაში. შემოწმებაში ჩართულია როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაცია და უწყება, მაგალითად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე 5 წელიწადში ერთხელ საქართველოს საზღვაო საწვრთნელი დაწესებულებები გადიან ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტს, სადაც მოწმდება სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საწვრთნელი გარემო. 2018 წელს კოლეჯმა 5 წლიანი ვადით კვლავ მოიპოვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მორიგი აღიარება; 
შპს ,,სსსც ეკვატორი“ შედის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის შემადგენლობაში ასოცირებული წევრის სტატუსით;
შპს ,,სსსც ეკვატორში“ ასწავლიან საზღვაო დარგის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სწავლების პროცესი აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი აკმაყოფილებს არა მარტო პროგრამებით დადგენილ პირობებს, არამედ საზღვაო სფეროში არსებულ საერთაშორისო კონვენციებით და სტანდარტებით განსაზღვრულ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს.