Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

11 მაისი, 2019  წელი

IMG 7211-14-06-19-11-50

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა და ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ დღეს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში კონფერენცია გამართა - “ასოცირების შეთანხმება და თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში”.

IMG 7210-14-06-19-11-50
 განიხილება
ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფორმატები;
ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგეტიკული შესაძლებლობები და პერსპექტივები.
კონფერენციას ესწრება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობას იღებს ოთხივე საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები:
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy
- ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
- Batumi High Maritime Engineering School ANRI, LLC
- საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი
 დღესვე ორგანიზაცია ბათუმში „შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრს” დააფუძნებს.
 „შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის” დაფუძნების მიზანი რეგიონის ეკონომიკური, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის მუდმივი კვლევა, ანალიზი და თემატური კონფერენციების გამართვა იქნება. ცენტრი აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება. პროგრამებში აქტიურად ჩაერთვება მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდობა”, – განაცხადა „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარემ ლევან დოლიძემ.