Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

10 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა

07112015
2015 წლის 7 ნოემბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის გაფართოებული შეხვედრა (ვორქშოფი), რომელსაც ასოციაციის წევრი 35 კოლეჯი ესწრებოდა.შეხვედრაზე მომზადდა ღია წერილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, საქართველოში უკანონოდ მოქმედი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების არაავტორიზებული ფილიალების საქმიანობის შესწავლისა და პრობლემის დროულად მოგვარების მოთხოვნით.  კოლეჯების წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის თაობაზე. მომზადდა მინისტრის ბრძანების ალტერნატიული დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირდა ცვლილებები იმ სტუდენტების სასარგებლოდ, რომლებიც სასწავლებლად აირჩევენ კერძო პროვაიდერს. ჩამოყალიბდა დოკუმენტის პროექტი ისეთი შინაარსით, რომ პროფესიული სტუდენტები დაფინანსდნენ არა მხოლოდ საჯარო სექტორის არჩევის შემთხვევაში, არამედ კერძო სექტორის არჩევის შემთხვევაშიც. დოკუმენტის პროექტი დამოწმდა ხელმოწერებით და ბეჭდებით, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პრემიერმინისტრს.შეხვედრის ბოლოს საინიციატივო ჯგუფმა მიღებული გადაწყვეტილებების და ამ ორი პრობლემის მეტად გასაჯაროების მიზნით მონაწილეობა მიიღო ტელეგადაცემაში.

შპს „სსსც ეკვატორიდან“ შეხვედრას ესწრებოდა დირექტორი ამირან მგელაძე.