Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

29 ივნისი, 2015 წელი

სკკა–ს III ფორუმი

 

26 ივნისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მესამე ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ უმასპინძლა. ფორუმს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სკკა-ს პარტნიორები და კოლეგები. დამსწრე საზოგადოებას 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია ჩიხლაძემ წარუდგინა, მან ისაუბრა გასული წლის ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. გაიმართა დისკუსია აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე.
სკკა-ს წესდების შესაბამისად, საერთო კრების მიერ ფარული კენჭისყრით ჩატარდა გამგეობის წევრთა არჩევნები, რის შემდეგაც გამგეობის მიერ დასახელდა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები.
სამომავლო გეგმებისა და დასახული მიზნების თაობაზე, საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნო ახალმა პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო გომელაურმა.
ფორუმის დასასრულს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ექთანთა ასოციაციასთან.
შპს „სსსც ეკვატორიდან“ ფორუმს ესწრებოდა ხარისხის სისტემის მენეჯერი/პროფესიული განათლების განყოფილების უფროსი ნესტან ბოლქვაძე.