Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

25.03.2014

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეორე ფორუმი

25.03.2014

2014 წლის 21 მარტს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ წარადგინა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 2013 წლის მუშაობის ანგარიში, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას კერძო კოლეჯების არსებული მდგომარეობის, წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, კერძო კოლეჯების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. ჩატარდა გამგეობის, ასოციაციის პრეზეიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. დამტკიცდა ასოციაციის შიდა სტანდარტები. ასოციაციის პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ 2014 წლის პრიორიტეტებზე და ასოციაციის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ღონისძიების დასასრულს ასოციაციის პრეზიდენტმა კოლეჯებს იმ ტრეინინგებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის სერტიფიკატები გადასცა, რომლებიც გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის პირველ კვატრალში ჩატარდა.
ფორუმს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, გერმანიის საელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები დაესწრენ. ფორუმისათვის სპეციალურად იყვნენ ჩამოსული გერმანიის ფედერციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს სამხრეთ კავკასიის პარტნიორობის პროექტის ხელმძღვანელები.
ფორუმის მუშაობაში 100-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო მონაწილეობა.
შპს „სსსც ეკვატორიდან“ ფორუმს ესწრებოდა ხარისხის მენეჯერი/პროფესიული განათლების განყოფილების უფროსი ნესტან ბოლქვაძე.