Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

06.03.2014

3 დღიანი სემინარი გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის თემაზე

ISPS

2014 წლის 4–6 მარტს ქ.ბათუმში სატუმრო შერატონის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ნავსადგურებში დაცვისა და უშიშროების სფეროში მონაწილე სამსახურების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილების გაღრმავებას, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. სემინარი ჩატარდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობის მისაღებად შპს „სსსც ეკვატორიდან“ წარგზავნილი იქნა ინსტრუქტორი ვალერიან ჯაყელი.
სრული ინფორმაციის სანახავად გადადით ლინკზე http://mta.gov.ge/geo/news?info=368