Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

30.09.2013

პროფესიული განათლების მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია

30.09.2013

2013 წლის 26-27 სექტემბერს ბაკურიანში პროფესიული განათლების მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც განხილულ იქნა პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები. ამ თემაზე მოხსენებით გამოვიდა ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხედვა წარმოადგინა. კონფერენციას ასოციაციის 20-ზე მეტი წევრი კერძო კოლეჯის წარმომადგენელი (მათ შორის, შპს „სსსც ეკვატორის“ ხარისხის მენეჯერი ნესტან ბოლქვაძე), 60 საჯარო კოლეჯის, ასევე მასწავლებლის სახლის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.