Mobile menu
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show
  • VTEM Image Show

 

26.06.2013

საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორთა ტრენინგი მოდელ–კურსის 6.10 მიხედვით

bad

2013 წლის 17 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელ ცენტრში ჩატარდა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი IMO მოდელ–კურსის 6.10 მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სიმულატორებთან დაკავშირებული კურსების ინსტრუქტორთა წვრთნასა და მომზადებას (Train the Simulator Trainer and Assessor). აღნიშნული ტრენინგის ჩატარების მოთხოვნა უკავშირდება ევროპის საზღვაო უშიშროების სააგენტოს (EMSA) 2012 წლის ოქტომბრის აუდიტს.
ტრენინგი ჩაატარა ჰოლანდიიდან მოწვეულმა ექსპერტმა, STC Group–ის წარმომადგენელმა, ბატონმა ჯ. ჰატჩინსმა.
აღნიშნული ტრენინგი გაიარა შპს „სსსც ეკვატორის“ სამმა ინსტრუქტორმა: ამირან მგელაძემ, თეიმურაზ ვარშანიძემ და ვიტალი ცინცაძემ. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.